თინათინ რუხაძე სამინისტროში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამინისტროში დასაქმებულ სტაჟიორებს შეხვდა, რომლებიც ანაზღაურებად სტაჟირებას სამი თვის განმავლობაში გაივლიან.
მინისტრმა კულტურის სფეროში ახალგაზრდების მეტად ჩართულობასა და მათი როლის გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება და კონკურსის შედეგად გამოვლენილ კანდიდატებს ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
საჯარო დაწესებულებებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოცხადდა. კულტურის სამინისტროს სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ფარგლებში განაცხადი 800-მდე კანდიდატმა შემოიტანა.