“იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ” – იონათამიშვილი

“იმდენად არეულები არიან და დემორალიზებულები რადიკალურ ოპოზიციაში, რომ შეცდომას შეცდომაზე უშვებენ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც ის ამბობს, ოპოზიცია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს, “რაღაც სიები ჟონავს გდდ-დან”.

“ჯერ იყო რაღაც გეგმაზე საუბრობდნენ და 4 წლის წინანდელი სურათები აჩვენეს, ახლა საარჩევნო სიებით მანიპულირებენ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს დემორალიზაციისა და სასოწარკვეთის იმ ხარისხს, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას დამსახურებულად აქვს”, – განმარტავს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები