მწერალთა სახლი იწყებს მსოფლიო ლიტერატურის კურსის შეხვედრებს ლევან გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით
2 ოქტომბრიდან მწერალთა სახლში იწყება მსოფლიო ლიტერატურის კურსის შეხვედრები ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით.
მწერალტა სახლის ინფორმაციით, კურსი მოიცავს ლექციათა ციკლს, რომელიც მსოფლიო მწერლების კლასიკურ ნამუშევრებს და მათ ეპოქებს ეხება.
მისი მიზანია, ახალგაზრდებს ჩამოუყალიბოს ფართო ხედვა მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისა და იმ ისტორიულ-კულტურული კონტექსტის შესახებ, რომელ ეპოქებშიც ეს წიგნები შეიქმნა.
ლექციების სია მოიცავს ისეთ კლასიკურ ტექსტებს, როგორებიცაა:
1. მარკ ტვენი – ჰეკლბერი ფინი
2. ჯოზეფ კონრადი – წყვდიადის გულში
3. უილიამ ფოლკნერი – გვამის შემგინებელი
4. ლევ ტოლსტოი – ივან ილიჩის სიკვდილი
5. ფრიდრიხ დიურენმატი – ავარია
6. გურამ დოჩანაშვილი – ვატერპოლო ანუ აღდგენითი სამუშაოები
7. ხორხე ლუის ბორხესი – მიახლოება ალ მუტასიმთან
8. ჰერმან ჰესე – სიდჰარტა
9. ალბერ კამიუ – უცხო
10. პერ ლაგერკვისტი – ბარაბა
შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13).
კურსზე დასასწრებად შესავსებია სარეგისტრაციო ფორმა: