გიორგი ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ – სისხლის წუმპედან ამოსული ხალხის მოწოდებები არის პირდაპირ დაკავშირებული იდეასთან, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გამეორდეს „მაიდანის“ სცენარი
„ნაცმოძრაობის“ – სისხლის წუმპედან ამოსული ხალხის მოწოდებები არის პირდაპირ დაკავშირებული იდეასთან, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გამეორდეს მაიდანის სცენარი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა 4 ოქტომბრისთვის რადიკალური ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ გეგმებს.
„მშვიდობიან აქციაზე ლაპარაკი უკვე დამთავრდა. პაატა ბურჭულაძე თავისი სასაცილო სქემებით არის ხელმძღვანელი რაღაც აქციის, რომელიც თითქოსდა მშვიდობიანია. „ნაცმოძრაობის“ – სისხლის წუმპედან ამოსული ხალხის მოწოდებები არის პირდაპირ დაკავშირებული იდეასთან, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გამეორდეს მაიდანის სცენარი, საქართველო უნდა ჩაეფლოს სისხლში და ცრემლში“, – აცხადებს ვოლსკი.