გარდაბნის რაიონული სამსახურის გამარჯვების ფილიალის ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცისთვის გულის ამუშავება შეძლო 

“გარდაბნის რაიონული სამსახურის გამარჯვების ფილიალის ბრიგადამ მიიღო გამოძახება ლოზუნგით „უგონო“. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 2 წუთში მივიდა, პარამედიკოს ნინო დარჩიას ბინაში შუა ხნის ასაკის მამაკაცი დახვდა უგონო მდგომარეობაში. ოჯახის წევრების გამოცემით, მამაკაცი ავადობდა სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით”, – ამის შესახებ ინფორმაციას გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი, მონიტორზე დაფიქსირდა ასისტოლია.

“პარამედიკოსმა ნინო დარჩიამ დაუყოვნებლივ დაიწყო ასისტოლიის პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციასთან ერთად. მესამე ადრენალის გამოყენების შემდეგ, გულის მუშაობა აღდგა და პაციენტი სტაბილური მდგომარეობით ჰოსპიტალიზებული იქნა უახლოეს კლინიკაში, სადაც ამჟამად განაგრძობს მკურნალობას.

აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე წლის წინ პარამედიკოსი ნინო დარჩია ზღვაზე დასვენების დროს შემთხვევით შეესწრო ფაქტს, როდესაც ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი 13 წლის ბავშვი ამოიყვანეს. მისი სწრაფი და კვალიფიციური ჩარევის შედეგად, რამდენიმე წუთში, ბავშვის გულის მუშაობა აღდგა და ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ბიჭი აღდგენილი სასიცოცხლო პარამეტრებით დახვდა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები