საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადრენაჟე კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, სოფელ თოხლიაურისა და მანავის მიმდებარე ტერიტორიაზე სადრენაჟე კოლექტორების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზრდება არხის გამტარუნარიანობა, რაც დაახლოებით 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას უზრუნველყოფს.

ექსპლუატაციის პროგრამით მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ოქტომბრის ბოლოს დაასრულებს.

კახეთში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები