რომის პაპი იმედოვნებს, რომ „ჰამასი“ სამშვიდობო გეგმას დადგენილ ვადებში მიიღებს
რომის პაპი ლეო XIV საჯაროდ გამოხატავს იმედს, რომ „ჰამასი“ შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წამოაყენა, დადგენილ ვადებში გაიზიარებს.
„გეგმაში ძალიან საინტერესო ელემენტებია. იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მას დადგენილ ვადებში მიიღებს“, – განაცხადა რომის პაპმა.
პაპის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოება და მშვიდობა რთული პროცესია, თუმცა ყველა მხარის მონაწილეობა აუცილებელია.
ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად მიმავალ ფლოტილაზე, მიმდინარე დაძაბულობის ფონზე,
პაპმა ყურადღება გაამახვილა ღაზას სექტორში ჰუმანიტარულ კრიზისზე, ხაზი გაუსვა სიტუაციის სირთულეს და აღნიშნა, რომ „არსებობს სურვილი, რეაგირება მოახდინონ რეალურ ჰუმანიტარულ საგანგებო სიტუაციაზე“. მან იმედი გამოთქვა, რომ „ძალადობა არ იქნება და ხალხს პატივს სცემენ“.