“თავის დროზე, ბრიუსელისა და არამკითხე მრჩევლებისთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს სადარდებელი ის გვექნებოდა, ომისგან დანგრეული ქვეყანა როგორ აღგვედგინა” – პაპუაშვილი

“2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი კიდევ ერთი ასახვაა ქვეყნის სწორი მიმართულების, თავის დროზე, ბრიუსელისთვის და არამკითხე მრჩევლებისთვის რომ დაგვეჯერებინა, არათუ, ეკონომიკურ ზრდაზე და გაზრდილ ბიუჯეტზე გვექნებოდა საუბარი, არამედ დღეს, სადარდებელი ის გვექნებოდა, ომისგან დანგრეული ქვეყანა როგორ აღგვედგინა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

“ამ მავნე რჩევებს ვინც დაუჯერა, ხედავთ, სადაც არიან, მათ შორის, მოლდოვის მაგალითიც მოვიყვანე. მოლდოვას უკრაინის ომამდე საქართველოზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, როგორც კი ომი დაიწყო და სხვების აზრების გათვალისწინება დაიწყეს, ზუსტად იმავე დროიდან, ჯერ მინუსი ჰქონდათ ეკონომიკურ ზრდაში, ახლა მათი ეკონომიკური მაჩვენებლები ნულის გარშემო ტრიალებს. ხან ორ მილიარდს ჰპირდებიან, ხან რას და მათ ქებაში არიან, მაგრამ „ვეტინგები“ რომ ატარეს და ეკონიმიკურად დაუჯერეს, ეს შედეგი აქვთ. ვინც ამ მავნე რეკომდაციებს არ დავუჯერეთ, საქართველოს, დღეს, როვაპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ეს არის მშვიდობის შედეგი. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ მისთვის მთავარია ეროვნული ინტერესების გათვალისწინება და არა ის ქიმერა, რასაც არამკითხე რეკომენდატორები გარედან სთავაზობენ. მათთვის რომ დაგვეჯერებინა, დღეს დეფოლტი გვექნებოდა და საქართველო 90-იანი წლების მდგომარებაში იქნებოდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები