ფოლკლორის ცენტრის ორენოვანი წიგნების და ელექტრონული ჟურნალის აუდიოვერსიის წარდგენა გაიმართა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ფოლკლორის ცენტრის ორენოვანი წიგნების და ელექტრონული ჟურნალის აუდიოვერსიის წარდგენა გაიმართა.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, გამოცემა წარადგინა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, ეთნომუსიკოლოგმა, ფოლკლორის ცენტრის საერთაშორისო მიმართულების კონსულტანტმა ნანა მჟავანაძემ, ხოლო ჟურნალის აუდიო ვერსია ფოლკლორის ცენტრის არქივის ხელმძღვანელმა სანდრო ნათაძემ.
მსოფლიო მუსიკა – ფილიპ ბოლმანი და ეთნომუსიკოლოგია – თიმოთი რაისის ავტორობით, ოქსფორდის გამოცემაა და პოპულარულ ენაზე გვიყვება მსოფლიო მუსიკის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.