კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს გივი მუნჯიშვილს
კულტურის სამინისტრო დაბადების დღეს ულოცავს გივი მუნჯიშვილს.
„ბატონი გივი მრავალი წლის განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს ეროვნულ საგუნდო კაპელას; იყო ოპერის თეატრის მთავარი ქორმაისტერი.
გივი მუნჯიშვილი არის თაობების აღმზრდელი, საგუნდო ხელოვნების სფეროს ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი და ქართული საგუნდო მუსიკის ნამდვილი მოამაგე. ასეთი ადამიანები ამდიდრებენ ქართულ კულტურას.
ვუსურვებთ მას დიდხანს სიცოცხლესა და მხნეობას“, – წერია მილოცვაში.