რუსთაველის ეროვნულ თეატრში ანსამბლ „ჰერიოს“ სოლო კონცერტი გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში ანსამბლ „ჰერიოს“ სოლო კონცერტი გაიმართა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ანსამბლი სცენაზე მოღვაწეობის 15 წლისთავის აღსანიშნავ კონცერტზე განახლებული რეპერტუარით, კამერული ორკესტრისა და ინსტრუმენტული ბენდის თანხლებით წარდგა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ლიზა ბაგრატიონი, ნატო გელაშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, ქეთი ქართველიშვილი, ანა ღლონტი, თემურ თათარაშვილი, დათუნა სირბილაძე, გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები, ანსამბლი „შვიდკაცა“.
საღამოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მაკა გურგენიძე და სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე დაესწრნენ.