ლადო ასათიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საზოგადოება „ქართულმა“ – მწერალთა სახლში, ლადო ასათიანის სახელობის 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულები გამოაცხადა.
საზოგადოება „ქართულის“ ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულია ორი ახალგაზრდა პოეტი, 21 წლის თამარ ყურშუბაძე და 25 წლის Ნიკოლოზ ფუტკარაძე.
მათ ფულადი ჯილდო და ლადო ასათიანის მედალი გადაეცათ, რომელიც ცნობილმა მოქანდაკემ გოგა შხვაცაბაიამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაამზადა.
ლადო ასათიანის პრემია, საზოგადოება ქართულმა, გასულ წელს დააარსა და ის განკუთვნილია ახალგაზრდა პოეტებისთვის.