თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრების გამოფენა – „პასტელის მაგია“ და წიგნის წარდგენა გაიმართება
30 სექტემბერს,17:00-დან – 20:00 საათამდე, გალერეა „შარდენი“ და გალერეა „ვერნისაჟი“ თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრების გამოფენას – „პასტელის მაგია“ და წიგნის – „თენგიზ მირზაშვილის“ – წარდგენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა, რომელიც ორ გალერეაში იქნება წარმოდგენილი, ეძღვნება მხატვრის მიერ 2008 წელს გამოცემული წიგნის – „თენგიზ მირზაშვილის“ – ხელახალი გამოცემის პრეზენტაციას.
გამოფენა 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენა და წიგნი პარალელურად წარმოდგენილი იქნება ორ საგამოფენო სივრცეში,
გალერეა „შარდენი“ – მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №23;
გალერეა „ვერნისაჟი“ – მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი №36.