97 წლის ასაკში მწერალი, ფილოლოგი რევაზ კვერენჩხილაძე გარდაიცვალა
საქართველოს მწერალთა სახლი იუწყება, რომ 97 წლის ასაკში გარდაიცვალა მწერალი, ფილოლოგი რევაზ კვერენჩხილაძე.
„რევაზ კვერენჩხილაძემ მთელი თავისი მოღვაწეობა ქართული ლიტერატურის კვლევას დაუთმო, მოგვიანებით კი საკუთარი საქმიანობა და ცხოვრება რეპრესირებულ მწერალთა ბედს, მათი ხანმოკლე და ტრაგიკული ცხოვრების აღწერას, მათ უკვდავყოფას მიუძღვნა.
2025 წლის დასაწყისში მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებულ საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაში გამარჯვებულმა გამომცემლობამ „ბილიკები“, დასტამბა რევაზ კვერენჩხილაძის ახალი წიგნი „საბუთები ღაღადებენ“. .მწერალთა სახლი უსამძიმრებს: რევაზ კვერენჩხილაძის ოჯახს, საზოგადოებას, მკითხველებს“, – წერია ინფორმაციაში.