თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა
თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ახლად რეაბილიტირებულ „სამგორის პარკში“ ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქანდაკება მთავრობის გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით, კულტურის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის ერთობლივი ძალისხმევით დაიდგა.
ძეგლის ესკიზის ავტორია მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი.
მონუმენტზე მოქანდაკეებმა – მალხაზ ცისკაძემ და ჯონი გოგაბერაშვილმა იმუშავეს.
ქანდაკების შექმნაში მონაწილეობდნენ: ვახტანგ ვარდოსანიძე, უშანგი ჭიჭიაშვილი, თემურ კიკნაველიძე, თემურ ქოქიაშვილი და ავთანდილ კბილცეცხლაშვილი.
ძეგლის დამზადებასა და განთავსებაზე მეთვალყურეობას ახორციელებდნენ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული პედაგოგი დავით მხეიძე და ასოცირებული პროფესორი ლევან მუზაშვილი.