კახეთში მომხდარ ავარიას ქალი ემსხვერპლა

საგარეჯოს რაიონში ავტოსაგზაო შემთხვევამ 78 წლის ქალბატონის სიცოცხლე იმსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ პატარძეულთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა, მეორე კი ტრავმებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები