ნეთანიაჰუ ღაზას აღებისთვის ემზადება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ქვეყანა „ჰამასთან“ ომში გადამწყვეტ ეტაპზე გადადის და ღაზას ქალაქის აღებისთვის ემზადება.

„ჩვენი ძალები ახლა ომის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზის წინაშე დგანან. ღაზას სრულად დავიბრუნებთ,“ – თქვა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის არმიის გენშტაბის ცნობით, ათასობით რეზერვისტი უკვე მობილიზებულია, ხოლო სამხედრო ავიაცია და არტილერია ღაზას ჩრდილოეთ რაიონებში შეტევებს ამკაცრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები