პრემიერმა კაჭრეთში ეკონომიკური საბჭოს გასვლითი სხდომა გამართა

  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით კაჭრეთში ეკონომიკური საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე, რეგიონებში მეწარმეობის განვითარებასა და საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონებში ახალი საწარმოების შექმნის პერსპექტივებს.
სხდომაზე მოწვეული იყვნენ მხარეების სახელმწიფო რწმუნებულები, რომლებმაც ეკონომიკურ საბჭოს რეგიონების განვითარების ხედვა წარუდგინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები