ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანას ვერ აღებენ, რის გამოც ადგილზე გამოძახებულია სამაშველო სამსახური.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.