ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი მამაკაცის შვილებმა პროკურატურა დატოვეს

  აზბეგის გამზირზე მომხდარი შემთხვევის დროს დაჭრილი ბიძინა მურადაშვილის შვილებმა ქალაქის პროკურატურა დატოვეს. ისინი საგამოძებო უწყებაში დაახლოებით 5 საათი იმყოფებოდნენ. დაკიტხვის შემდეგ მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. არსებული ინფორმაციით, დაიკითხნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.
ყაზბეგის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, „ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მის მეუღლე ბიძინა მურადაშვილსა და შვილს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის შესახებ აცნობა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების ადგილზე მისვლისთანავე სადარბაზოში მოქალაქე ბიძინა მურადაშვილის მხრიდან განხორციელდა სროლა. სროლის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო. ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ამ წუთებში რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ბიძინა მურადაშვილი გადაყვანილია ასევე რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები