ილიაუნიში მომხდარი ტრაგედია – სიყვარულის სამკუთხედი

  სიყვარულის სამკუთხედის დეტალები, რომელიც ტრაგედიით დასრულდა. ტრაგედია ილიას სახელობის უნივერსიტეტში მოხდა. 33 წლის ლაშა მაღრაძემ ყოფილ მეუღლეს, 33 წლის მაკა წივწივაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ესროლა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უნივერსიტეტის ე.წ. “C“ კორპუსში კიდევ ერთი გასროლის ხმა გაისმა. ლაშა მაღრაძემ თავი მოიკლა. მაკა წივწივაძე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სიყვარულის სამკუთხედის პერსონაჟები ლაშა მაღრაძე, მაკა წივწივაძე და ნინო გაჩეჩილაძე არიან. სამივე მათგანმა ბავშვობა რუსთავში გაატარა. სამივე რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. ლაშა მაღრაძე და ნინო გაჩეჩილაძე თანაკლასელები იყვნენ, მაკა წივწივაძე კი პარალელურ კლასში სწავლობდა. სკოლის პედაგოგები ამბობენ, რომ მაკა წივწივაძე სკოლაში ერთ-ერთი ნიჭიერი და ყველასგან გამორჩეული მოსწავლე იყო. პედაგოგები დადებითად ახასიათებენ ლაშა მაღრაძესაც. 10723192_839444079411420_2127744765_n
„ისიც კარგი მოსწავლე იყო. ბიჭებს შორის, რომ გამოარჩევ სწავლით და წესიერებით. სკოლა ისე დაამთავრა მშობლისთვის საყვედურიც კი არ გვითქვამს“, – ამბობს ერთ-ერთი პედაგოგი, რომელიც მომხდარის გამო გაოგნებულია.
ლაშა ამავე სკოლის ქორეოგრაფიული სტუდიის მოცეკვავე იყო. მაკას და ლაშას სკოლაში ერთმანეთი უყვარდათ. ბავშვებს შორის სასიყვარულო ურთიერთობა ჩხუბით დასრულდა და დაშორდნენ. სკოლის დასრულების შემდეგ, ლაშამ ამავე სკოლის ერთ-ერთი პედაგოგის შვილი ნინო გაჩეჩილაძე ცოლად მოიყვანა. მათ ორი შვილი შეეძინათ. დაოჯახებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ლაშა სამართალდამცველებმა ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით დააკავეს. ცნობილია, რომ ლაშა მაღრაძე ორჯერ ნასამართლევი იყო. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დაახლოებით ორი წლის წინ დატოვა. ლაშა და ნინო ერთმანეთს დაშორდნენ. „კვირა“ ნინო გაჩეჩილაძესაც დაუკავშირდა, მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა. „დიდი საშინელება მოხდა“ – ასე შეაფასა მომხდარი ტრაგედია ნინო გაჩეჩილაძემ. მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის კომენტარი დატოვა: “უფალმა ნათელში ამყოფოს მაკა შენი სული…. ეგ ნაძირალა კიდევ ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას. 15-ჯერ რომ გავიგო მაგისი სიკვდილი, ეგეც ცოტაა მაგისთვის”.10743418_839443656078129_997569778_n
რაც შეეხება მაკა წივწივაძეს, სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელა. პროფესიად ინგლისური ენის პედაგოგობა აირჩია. მაკა წივწივაძემ საკუთარი ბედი ვინმე „დათოს“ დაუკავშირა. მასთან ერთი გოგონა შეეძინა. ეს ოჯახიც დაინგრა. 2013 წლის აგვისტოში მაკა წივწივაძე მეორედ გათხოვდა. მისი მეუღლე, ბავშვობის მეგობარი და შეყვარებული ლაშა მაღრაძე იყო. მაკას დედა, ქალბატონი თინა, რომელიც შვილის გადარჩენას ითხოვდა, ხმამაღლა ტიროდა, რომ მისი შვილის ღირსი არც დათო იყო და არც ლაშა…
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, მაკა შარშან აგვისტოში გათხოვდა და მისმა შვილმა, მხოლოდ სამი თვის შემდეგ გაიგო, რომ ლაშა ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მაკა ლაშასგან თავის დაღწევას ცდილოდბდა და ქმართან დაშორება სურდა. ამის გამო, ლაშა ემუქრებოდა. ქმარი ცოლს, პირად ტელეფონზე მუქარის მესიჯებს უგზავნიდა. მაკამ დახმარებისთვის დედასთან ერთად სამართალდამცველებს მიმართა.
„ტრაგედიამდე, ლაშამ სახლში ვენები გადაიჭრა და სისხლს იატაკზე წვეთ-წვეთ აქცევდა. მაკას აშინებდა, თუ დამცილდები, შენც ასე მოგივაო“, – ამბობდა მაკას დედა.
ქმრისგან შეშინებულ შვილს დედა სამსახურში აცილებდა. დედამ, შვილი სამსახურამდე უკანასკნელად 17 ოქტომბერს მიაცილა და გააფრთხილა: „კარი დაკეტე და ლექცია ისე ჩაატარეო“… მაკამ დედის გაფრთხილება რატომღაც არ გაითვალისწინა. მაკამ 17 ოქტომბერს მხოლოდ ერთი ლექცია ჩაატარა, მეორე ლექცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

იზა შაქარაშვილი

10729054_839443756078119_1100856010_n

10736170_839460329409795_1074049540_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები