დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს
დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამასთან, მაგისტრანტობის კანდიდატებმა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩააბარეს.
“21 ივლისის სესიაზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 90%-მდე აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე კი – დარეგისტრირებულების 80%-ზე მეტი.
იყო დაგვიანების 5 შემთხვევა.
ხვალ აბიტურიენტებისათვის გამოცდა სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში ჩატარდება, მაგისტრანტობის კანდიდატები კი ამჯერად გამოცდას ლოგიკური მსჯელობისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილებში ჩააბარებენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გისურვებთ წარმატებას”, – წერია ინფორმაციაში.