“გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით” – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს
“გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
“გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას.
დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში”, – წერია განცხადებაში.