აფრიკის დასახლებასთან სატვირთო მატარებლის ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა

  გუშინ გვიან ღამით აფრიკის დასახლებასთან სარკინიგზო ავარია მოხდა. სატვირთო მატარებლის ორი ვაგონი, რომელსაც ნავთობი გადაჰქონდა რელსებიდან გადავიდა.
აღნიშნულის შედეგად ნავთობის მცირე ნაწილი დაიღვარა, თუმცა ხანძარი არ გაჩენილა და არავინ დაშავებულა.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჯები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები