გია ჯაჯანიძე: ახლაც გაიგებთ პერიფერიებში – რას ქვია აღარ გინდა ქმარი?

ქართული საზოგადოება ნერვიულ ფაზაშია, ქვეყანა მენტალური, სოციალური, ფსიქოლოგიური გარდატეხის ეტაპზეა, – ასე აფასებს ფსიქოლოგი გია ჯაჯანიძე საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებს და აღნიშნავს, რომ პრობლემა საზოგადოებაშია, რადგან ის არ არის მზად შეეგუოს ფაქტს, რომ ქალს ქმართან ცხოვრება აღარ სურს და მისგან წასვლა უნდა. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ დღეს არ არსებობს საკმარისი  კულტურა. ჯაჯანიძე აღნიშნულს კავკასიური ადათ-წესებით ხსნის.

„დეპრესია, სტრესი უმუშევრობა ეს წვრილ-წვრილი ნიუანსებია და ამ ნიუანსებს არ ვაქცევთ ყურადღებას. ეს არ არის ის, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა მოკლა ცოლი. საერთოდ რა მიიიყვანა ეს ადამიანი აქამდე? ვერ დავაბარალებთ უმუშევრობას და სახელმწიფოს. ეს არის ნერვიული, ფსიქოზური მოვლენა, რომელიც ადამიანებში არსებობს. საზოგადოებაში პრობლემაა, კულტურა არ არის. ქალი ამბობს, აღარ მინდა ქმარი და არ არის კულტურა იმის, რომ უნდა გაეცალო. ეს არის ჩვენი კავკასიური ადათ-წესები. ახლაც გაიგებთ პერიფერიებში – რას ქვია აღარ გინდა ქმარი? როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ცოლს სცილდები, სად წერია? საზოგადოება მენტალურის გარდა არის, ფსიქოლოგიური, სოციალური გარდატეხის პერიოდში – ყველაზე ნერვიულ ფაზაში. სულ იყო ასეთი პრობლემა, მაგრამ ამ ბოლო დროს გახშირდა, რადგან ჩვენ ახლა ვართ გასაყარზე – ქალწულობის პრობლემა უკვე გვარდება, უკვე შედარებით მისაღებია გერლფრენდ-ბოიფრენდი… ამჟამად სადღაც შუაში ვართ…
ასათიანზე იყო ფსიქიატრიული საავადმყოფოები, დღეს აღარ არის. სად წავიდნენ ფსიქიურად დაავადებული ადამიანები, ქუჩაში?”, – ამბობს ჯაჯანიძე.
ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არის იდოლოგია, რომელიც პრობლემას მოაგვარებს. იგი თვლის, რომ ბავშვები არ უნდა ხედავდნენ მამაკაცებისა და ქალების ერთმანეთისადმი ასეთ დამოკიდებულებას. მისივე აზრით, აღზრდის თვალსაზრისით სერიოზული პრობლემებია სკოლებში, საიდანაც უნდა დაიწყოს ამის გამოსწორება, ხოლო დღევანდელი საზოგადოება არ შეიცვლება, თუმცა  ძალადოებრივი ფაქტების რაოდენობის შემცირება მაინც შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები