სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრი კლება ფიქსირდება

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის მონაცემებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ტუბერკულოზის შემთხვევების მკვეთრი კლება შეინიშნება.
როგორც “კვირას” სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, მაშინ როდესაც 2012 წელს სასჯელაღსრულების სისტემაში სულ ტუბერკულოზით დაავადების 801, მათ შორის ახალი 533 შემთხვევა აღირიცხა, 2013 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 237, ახალ შემთხვევებთან მიმართებაში კი 129-მდე შემცირდა. 2014 წელს მაჩვენებლები კიდევ უფრო დაბალია და სულ 82 შემთხვევას, მათ შორის კი ახალ 47 შემთხვევას ითვლის.
ტუბერკულოზი ბოლო ათწლეულის განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც მასთან ბრძოლა 2012 წელს პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქნა დასახული. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში ტუბერკულოზის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: დაიხურა 3 დაწესებულება, სადაც საყოფაცხოვრებო პირობების გამო ინფექციის გავრცელება ერთიორად მაღალი იყო; გაუმჯობესდა სკრინინგით მოცვა; გაიხსნა ტუბერკულოზის ახალი ცენტრი; გაიზარდა სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება; გაუმჯობესდა გვერდითი ეფექტების მართვა; გაუქმდა კანონმდებლობაში არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ბრალდებულთა გადაყვანა ტუბერკულოზის ცენტრში იკრძალებოდა; მიღწეულ იქნა პაციენტთა შორის სეპარაციის რეჟიმი და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები