„ცოლის მოკვლა კრიმინალია” – იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით: “ცოლის მოკვლა კრიმინალია”.
ახალგაზრდები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დღეს ილიას უნივერსიტეტში მომხდარი მკვლელობისა და თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურნენ და ოჯახური ძალადობა დაგმეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოითხოვდნენ, სამართალდამცავების მხრიდან მოხდეს ქალებზე ძალადობის პრევენცია.
აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სამინისტროს წინ ასეთი შინაარსის პლაკატები გაშალეს: “ოჯახური ძალადობა არ არის წმინდა”, “შეეწინააღმდეგე, ნუ იქნები შემდეგი”, “არ დამალო, ნუ იქნები ჩუმად” და ა.შ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადება დანაშაულის წახალისებაა. მომიტინგეთა შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები არ უნდა აკეთებდნენ თეა წულუკიანის მსგავს განცხადებას, როგორიცაა მინისტრის განცხადება, რომ საქართველოში კრიმინალი არ გაზრდილა და მხოლოდ ქმრები კლავენ ცოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები