ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი დებატები და მათ შორის ნათლად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი ადამიანები არად დაგიდევენ არც სიმართლეს, არც ფაქტებს

,,ვთხოვეთ რამდენჯერმე, რომ დაესახელებინათ არგუმენტაცია ან მოეყვანათ ფაქტები იმისა, რასაც ისინი ტირაჟირებდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ვერანაირი პასუხი ვერ გაგვცეს”,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ეუთოში გამართული დებატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა ის, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი პირებისთვის ფაქტებს მნიშვნელობა არ აქვს.

„გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი დებატები და მათ შორის ნათლად გამოჩნდა, რომ ზოგიერთი, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი ადამიანები არად დაგიდევენ არც სიმართლეს, არც ფაქტებს. არც საერთოდ არგუმენტაცია არ აქვთ. მე, პირადად და ჩემმა კოლეგებმა სთხოვეს რამდენჯერმე, რომ დაესახელებინათ არგუმენტაცია ან მოეყვანათ ფაქტები ან მოეყვანათ მაგალითები იმისა, რასაც ისინი ტირაჟირებდნენ მთელი ამ დღეების განმავლობაში. ვერც ერთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ კითხვები დავუსვით მათ ვერანაირი პასუხი ვერ გაგვცეს და ვერანაირი ფაქტი ვერ მოიყვანეს. ჩვენ, რა თქმა უნდა დავიცავით ჩვენი პოზიციები. შემიძლია ვთქვა, რომ ასამბლეის წევრების უდიდეს უმრავლესობას ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით კითხვები არ ჰქონიათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში სესიაზე დღეს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები სიტყვით გამოვლენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები