რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ტიმურ ივანოვი სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ TASS-ი იტყობინება.

ასევე, სასამართლომ ივანოვს 100 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მას სახელმწიფო ჯილდოები ჩამოართვეს და ოთხი წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალეს.

გამოძიების მტკიცებით, ივანოვმა ქერჩის გადასასვლელისთვის ორი ბორნის ყიდვის დროს 3,9 მილიარდ რუბლზე მეტი გაფლანგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები