დანია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

დანია, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა – ქვეყანამ სტატუსი პოლონეთისგან ექვსი თვით ოფიციალურად გადაიბარა.

ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, თავმჯდომარე ქვეყნის დღის წესრიგის ორი მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობაა.

„უსაფრთხოება ნათლად არის განსაზღვრული, როგორც მთავარი პრიორიტეტი. გვაქვს ნატო-ს ახალი მიზანი, რომელიც მიღებულია. ამისათვის ჩვენ გვჭირდება ევროპის გადაიარაღება. როგორც კი ნატო-ს მიზანი მიღწეული იქნება, სხვა საკითხების უმეტესობა ევროკავშირის პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა არასტაბილურია და რადგან არასტაბილურია, საშიშია“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები