რუსეთის ორ ქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა, ოთხმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა
რუსეთის ფედერაციის ქალაქებში – სარატოვსა და ენგელსში დილით აფეთქებებისა და საჰაერო განგაშის სირენების ხმები ისმოდა, – ამის შესახებ „ტელეგრამ“ არხები იტყობინებიან.
ამავე ინფორმაციით, სარატოვის აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა, დროებით დაიხურა ულიანოვსკის ოლქის ულიანოვსკის, ყაზანისა და ნიჟნეკამსკის აეროპორტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით რუსეთის 6 რეგიონის, დროებით ოკუპირებული ყირიმის და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიების ტერიტორიებზე 60 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.