“ე.წ. ოპოზიციის ან თუნდაც ოპოზიციური მედიების დაკვეთით ჩატარებული არაერთი კვლევა გვინახავს; ამ კვლევების ავთენტურობაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია” – კირცხალია
“ე.წ. ოპოზიციის ან თუნდაც ოპოზიციური მედიების დაკვეთით ჩატარებული არაერთი კვლევა გვინახავს. ამ კვლევების სიზუსტესა და ავთენტიკური სერიოზული კომენტარის გაკეთება არასერიოზულია, რადგან მერამდენე არჩევნებია, საპარლამენტო იქნება, თუ თვითმმართველობის, ყველა ვხედავთ იმ შედეგებს, რა შედეგიც დგება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ეს კვლევა, ძირითადად, გათვლილი იყო თავიანთ შიდა სამომხმარებლო ბაზარზე და კიდევ რაღაც დონის ამომრჩეველზე, რომ რეალურად დაეტესტათ ის განწყობები, იმ ორი დანაყოფის, რომელიც ჩვენთვის ცნობილია, ამ ორი დანაყოფის მზაობა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე. ვხედავთ, წვალობენ, როგორმე თვითმმართველობის არჩევნებში შემოიძურწონ. ვეტყოდი მათ და მათ პატრონებს, რომ ნუ წვალობენ, პირდაპირ მისცენ დავალება ოთხივე დანაყოფს, რომ მიიღონ მონაწილეობა და მეათეჯერ გამანადგურებელი შედეგით დამარცხდნენ თვითმმართველობის არჩევნებში 64-ვე მუნიციპალიტეტში. დარწმუნებული ვართ და გვჯერა, რომ ერთხელ და საბოლოოდ, როგორც ეს აგენტურული დანაყოფები, ასევე მათი პატრონები რეალურად მიხვდებიან, რა არის საზოგადოების დაკვეთა ამ აგენტებთან მიმართებით“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.