სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა თბილისში, გამოძახებისას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომელსაც სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა

სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებმა, თბილისში გამოძახებისას 40 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე გადაარჩინეს, რომელსაც სუნთქვა და პულსი არ აღენიშნებოდა

ამის შესახებ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში გვერდი – “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” აქვეყნებს.

“პაციენტს არ აღენიშნებოდა სუნთქვა და პულსი. ექიმებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება, პაციენტი აყვანილ იქნა მონიტორზე, სადაც დაფიქსირდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა, ზეწოლების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნა გულ-ფილტვის რეანიმაციის ავტომატური მოწყობილობა – სიპიარ ტუმბო.

პაციენტთან ვენის აღება შეუძლებელი იყო, მოხდა ძვალშიდა კათეტერის ჩადგმა და ადრენალინის შეყვანა. სასწრაფო დახმარების ბრიგადის პერსონალის თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, აღდგა სინუსური რიტმი, წამოვიდა ერთეული სუნთქვა, მაგრამ პაციენტი გონზე არ მოსულა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი თბილისი ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც დადასტურდა ანევრიზმის გასკდომა, ჩატარდა გადაუდებელი ოპერაცია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამჟამად პაციენტი ბინაზეა გაწერილი და თავს ნორმალურად გრძნობს” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები