ირაკლი ზარქუა დონალდ ტუსკის განცხადებაზე: „კანდიდატის“ სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის და მუქარის ინსტრუმენტად აქვთ გამოყენებული
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა, პოლონეთის პრემიერის დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა.
ზარქუას თქმით, ტუსკი და სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პირდაპირ არიან სააკაშვილის ლობისტები.
„პოლონეთის ამჟამინდელი ხელმძღვანელობისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. ტუსკი და სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პირდაპირ არიან სააკაშვილის ლობისტები. ამ ხალხს დღესაც რომ ჰკითხოთ, სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა და ევროპულ ღირებულებებს იცავდა „ნაცმოძრაობა“ და მთელი ეს ბანდა. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ის ჩვენ გვებრძვის. „კანდიდატის“ სტატუსი, ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის და მუქარის ინსტრუმენტად აქვთ გამოყენებული. არაერთხელ იყო მცდელობა, რომ შეეჩერებინათ, მაგრამ იქ არის მექანიზმები, რომლებიც აზღვევს საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებისგან. ასე რომ, ტუსკმა შეინახოს თავისი მუქარები”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, დონალდ ტუსკის მთავრობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ლობირებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ბლოკთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა, მისი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების შესახებ კენჭისყრის დაწყებამდე, პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.