ნინო წილოსანი: გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ თავის რესურსებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ლეგიტიმურად, სწორად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები გამოეცხადებინათ უკანონოდ
„გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ თავის რესურსებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ლეგიტიმურად, სწორად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები გამოეცხადებინათ უკანონოდ,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„საზოგადოებაში კარგად არის დაფიქსირებული ის ფაქტი, რომ გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ თავის რესურსებს იყენებდნენ იმისთვის, რომ ლეგიტიმურად, სწორად, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები გამოეცხადებინათ უკანონოდ ყველანაირი არგუმენტებისა და მტკიცებულებების გარეშე, შემდგომ ამის საფუძველზე პოლიტიკურ პარტიებს და ამ რადიკალებს მოეწყოთ რევოლუციების სცენარები. ამიტომ თუ ამ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ბრიტანეთის საელჩო „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, ჩერგოლეიშვილის „ტაბულას“ თუ ლონდა თოლორაიას, რომელიც კონკრეტული პოლიტიკური მხარეა, ვერ დააფინანსებს, ეს ნამდვილად არ იქნება რაიმე დანაკლისი თვითმმართველობის არჩევნების პროცესის სრულყოფილად ჩატარებაში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის საელჩო გრანტებს აუქმებს – „ტაბულა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კანონის უზენაესობის ცენტრი“ და „საქართველოს მომავლის აკადემია“ წინასაარჩევნო პერიოდში სოლიდურ თანხას ელოდებოდნენ.