გიორგი გამსახურდია პოლონეთის ახალ პრეზიდენტზე: დარწმუნებული ვარ, რომ კაროლ ნავროცკის მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენი ხალხების ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას – მისთვის ისევე როგორც ჩვენთვის, მიუღებელია ყველაფერი ანტი-პოლონური და “დიფ სთეითის” მითითებები

ბატონი კაროლი არის, უაღრესად წესიერი, განათლებული, კონსერვატორული შეხედულებების მქონე, პოლონეთის პატრიოტი ადამიანი, რომელსაც მთელი რიგი მიზეზების გამო, პოლონეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია პოლონეთის ახალ პრეზიდენტზე, კაროლ ნავროცკიზე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, პოლონეთის ახალი პრეზიდენტისთვის, მიუღებელია “დიფ სთეითის” მითითებები და ყველაფერი, რაც ანტი-პოლონურია. შესაბამისად, გამსახურდია მიიჩნევს, რომ ნავროცკის მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც ქართველებისა და პოლონელების მეგობრობას შეეფერება.

“ოთხშაბათს, პოლონეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა კაროლ ნავროცკიმ, აიღო საბოლოო დამადასტურებელი საბუთი პოლონეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, რომელიც მოწმობს, რომ იგი პოლონეთის არჩეული პრეზიდენტია.
ბატონი კაროლი არის, უაღრესად წესიერი, განათლებული, კონსერვატორული შეხედულებების მქონე, პოლონეთის პატრიოტი ადამიანი. რომელსაც მთელი რიგი მიზეზების გამო, პოლონეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მხარი დაუჭირა.
ამ ადამიანის უამრავი პატრიოტული და დადებითი თვისებებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ მისი მიდგომა საქართველოსადმი იქნება ისეთი, როგორიც შეეფერება ჩვენი ხალხების ისტორიულ ძმობასა და მეგობრობას. მისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მიუღებელია ყველაფერი ანტი-პოლონური და ” დიფ სთეითის” მითითებები.
წარმატებები მას, მის მეუღლე მარტას და მის ყველა თანამოაზრეს.” – წერს გიორგი გამსახურდია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები