ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ საღოლაშენში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქარელის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ საღოლაშენში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
“პროექტის ფარგლებში ასფალტბეტონის საფარი მოეწყობა გზის 2 მონაკვეთზე და მთლიანობაში დაიგება 869 გრძივი მეტრი ასფალტბეტონის საფარი.
ამ ეტაპზე საფარის ორივე ფენა მოწყობილია N3 მონაკვეთზე. N1 მონაკვეთზე დაიგო ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ასფალტბეტონით და მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობებისა და მიერთებების მოწყობა.
სამუშაოები სრულდება რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით. პროექტს ანხორციელებს შპს „იბოლია”,- ნათქვამია ინფორმაციაში.