გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, სასმელი წყლის სისტემისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“პროექტის ფარგლებში მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, მაგისტრალური წყალსადენის მილი, ასევე შიდა ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სამუშაოების ღირებულება 3 518 800 ლარს შეადგენს.
სოფელში მიმდინარეობს გზის 2,6 კმ-იანი მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრეების მოწყობაც. სამუშაოების ღირებულება 2.7 მილიონი ლარია. ორივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია 8 სოფელში მიმდინარეობს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.