ნატო-ს გენერალური მდივანი: ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში

,,ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მას მოლოდინი აქვს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდაზე შეთანხმდებიან.

„დღეს თავდაცვის მინისტრების მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება. ეს ჰააგაში დაგეგმილ სამიტამდე ჩვენი ბოლო დიდი შეხვედრაა. დღეს ჩვენ დავადგენთ, თუ რა თანხებს დავხარჯავთ თავდაცვაზე მომდევნო წლებში. ჩვენ ასევე გვეყოლება უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და, რა თქმა უნდა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რა გვჭირდება იმისათვის, რომ თავდასხმის დროს შევძლოთ თავის დაცვა და ასევე, თავდასხმის გარეშე საკუთარი თავის დაცვა. ასე რომ, როგორც იცით, ომისთვის მოსამზადებლად მეტი უნდა დავხარჯოთ. ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ჩვენს საჰაერო თავდაცვის სისტემების გაძლიერებაში“, – განაცხადა რუტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები