ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს 100 წელი შეუსრულდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში მცხოვრებ მარუსია სირაძეს, 100 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საკრებულოს წევრებთან ერთად, მარუსია სირაძეს სახლში ესტუმრნენ და იუბილე მიულოცეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უხუცეს ქალბატონს მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვეს.
„ჩვენი თანამოქალაქე, ოზურგეთელი მარუსია სირაძე 100 წლის გახდა. მას სახლში ვესტუმრეთ და დაბადების დღე მივულოცეთ. ქალბატონი მარუსია სოფელ ბოხვაურში ცხოვრობს, ჰყავს 9 შვილიშვილი, 13 შვილთაშვილი და 5 შვილთაშვილის შვილი. კიდევ ერთხელ ვულოცავთ იუბილეს! მხნეობას და ჯანმრთელობას ვუსურვებთ!,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.