რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს
რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
რუსთავის ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსებს რესტავრაცია ჩაუტარდება და ავთენტიკური იერსახე შეუნარჩუნდება.
დღეისათვის სამუშაოები რუსთაველის N32-ში აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრების სამუშაოები უტარდება. გათვალისწინებულია ფასადის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაცია, განახლდება აივნები, მოეწყობა დეკორატიული განათება, ახალი წყალსაწრეტი მილები და ე.წ საცრემლეები, შეიცვლება მოაჯირები და კარ-ფანჯრები.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, რუსთაველის N 32-ში ინფრასტრუქტურის სამსახურისა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
,,ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ძველი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ვცდილობთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე, შენობების ავთენტიკური იერსახე შევინარჩუნოთ. საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, ასევე გულისხმობს გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას, რაც წლების განმავლობაში მოსახლეობის ძალიან დიდი მოთხოვნა იყო”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი რუსთაველის N25, N34 და N36 საცხოვრებელი კორპუსების სრულ რესტავრაციასაც ითვალისწინებს. შენობების რეაბილიტაციისთვის ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. პროექტისთვის 2 394 258 ლარია.
გათვალისწინებული. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდება.