2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი პარლამენტში 5 ნოემბერს შევა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა. მინისტრის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრების შენიშვნები, ძირითადად, 2015 წლის ბიუჯეტიდან უწყებებისთვის დაფინანსების ზრდას შეეხებოდა.
,,ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ განათლებისა და თავდაცვის უწყებები. ასევე, ფინანსების ზრდას ელოდებიან ჯანდაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის კუთხითაც. ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის შენიშვნებით მივიღებთ, ხოლო 5 ნოემბერს საკანონმდებლო ორგანოს შესწორებულ ვარიანტს დავუბრუნებთ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მომავალი წლის ბიუჯეტი დაახლოებით 9 მილიარდ 350 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები