ქადაგიშვილი – თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობაზე: ამ გაჭირვებაში არიან – არ იციან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას
მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
“მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ თავისივე ხელით უარყო თავისი ამომრჩევლის არჩევანი, გარე კარნახს გაჰყვა და ქვეყანაში ამ დესტრუქციის წახალისებას და ამ დესტრუქციულ ქმედებებს უწყობს ხელს, დღეს სწორედ ამ გაჭირვებაში არიან – არ იციან, მიიღებენ თუ არ მიიღებენ მონაწილეობას. რაღაცა ნაწილი მიიღებს, რაღაცა ნაწილი არ მიიღებს – ამას ჩვენთვის პრინციპულად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამბობს ქადაგიშვილი.