წილოსანი – ოპოზიციაზე: ისინი ნელ-ნელა გონს მოეგებიან და უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ, რომ შემოვლენ საარჩევნო ველზე
”უგუნური ოპოზიცია ნელ-ნელა რწმუნდება, რომ თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში, ისინი ნელ-ნელა გონს მოეგებიან და უფრო და უფრო მეტ განცხადებას დავინახავთ იმის მხარდამჭერს, რომ შემოვიდნენ საარჩევნო ველზე”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი აცხადებს.
“ჩვენ ვნახეთ „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადება, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ ნელ-ნელა გაამართლონ საკუთარი მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში იმის მიუხედავად, რომ მთელი ეს პერიოდი გვარწმუნებდნენ და არწმუნებდნენ საკუთარ ამომრჩეველს, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას ეტყვიან გარედან, ხოლო გარედან მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეფუძნება შიდა პოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც ჩვენი ოპონენტები სრულად დამარცხდნენ“, – ამბობს წილოსანი.