“64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ეს კიდევ ერთი განაჩენი იქნება რადიკალებისთვის ჩვენი ელექტორატის მხრიდან” – მათიკაშვილი

“ოპოზიციის სურვილი, სავარაუდოდ, იქნება არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ აქ ირთვება ის „მაგრამ“, რომელიც ზოგადად აგენტურულ, რადიკალურ ოპოზიციას მძიმე ჯვრად მოჰყვება – ისინი საკუთარი ნება-სურვილის აღმსრულებლები არ არიან”, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა  განუცხადა.

ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

„როდესაც ხარ დავალების შემსრულებელი, შენ პრინციპულობაში ვერ იქნები წარმატებული, ამიტომ ელოდებიან იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებენ მათივე პატრონებისგან.

64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს და ეს კიდევ ერთი განაჩენი იქნება რადიკალებისთვის ჩვენი ელექტორატის მხრიდან. ისინი [ოპოზიცია], თუკი ყველა მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიციის რადილაური ჯგუფი მაქსიმუმ 4-5 კაცით იქნება წარმოდგენილი თვითმმართველობის დონეზე და ბუნებრივია, რომ ეს ვერანაირად ვერ შეცვლის სურათს გადაწყვეტილებების მიღებაში“, – აღნიშნა  მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები