„ფარას“ საკანონმდებლო სივრცე შექმნის იმის გარანტიებს, რომ ყველა შემოდინებული თანხა საქართველოში იყოს გამჭვირვალე” – დავით მათიკაშვილი
„ფარას“ საკანონმდებლო სივრცე შექმნის იმის გარანტიებს, რომ ყველა შემოდინებული თანხა საქართველოში იყოს გამჭვირვალე და ყველას მიმართ, ვინც არ დაემორჩილება კანონს, ამოქმედდება ის რეგულაციები, რაც არის საკანონმდებლო სივრცით გათვალისწინებული”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ისაუბრა.
„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალე იყოს საქართველოში გახარჯული თანხები. ყველა ვალდებულია, ვისაც კი ეხება ე.წ. „ფარას“ საკანონმდებლო სივრცე, იყოს ამ კანონთან მისადაგებული და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია საკუთარ დაფინანსებასთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ იმისთვისაც არის კანონმდებლობაში სანქციები გათვალისწინებული, რომ ნებისმიერ ამ კუთხით დაუმორჩილებელ პირთან მოხდეს ამ სანქცირების ამოქმედება“, – განმარტა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი ძალაში შევიდა.