საქართველოს საგარეო ვაჭრობა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა

საქართველოს საგარეო ვაჭრობამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 8 376 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 10%-ით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აქედან ექსპორტი 2153 მლნ აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 6223 მლნ აშშ დოლარი (12 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-სექტემბერში 4070 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 24 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები