ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა გამოფენას უმასპინძლა

„სახელმწიფო ბანკის არქივის უცნობი ფურცლები“ | მუზეუმების საერთაშორისო დღისა და დამოუკიდებლობის აღდგენის კვირეულის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმმა გამოფენას უმასპინძლა”,- ამის შესახებ ინფორმაციას, ეროვნული ბანკი ავრცელებს.

,,დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სახელმწიფო ბანკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საფინანსო და ეკონომიკური ცხოვრების შესახებ ფულის მუზეუმში დაცულ საარქივო მასალას გასცნობოდნენ. გამოფენა 18 მაისს გაიხსნა და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.

#მოდიმუზეუმში – იმოგზაურე ფულის სამყაროში!
ყვარელი, რუსთაველის ქ. N 10
ხუთშაბათი – ორშაბათი, 09:00 – 18:00

#ფულისმუზეუმი #ეროვნულიბანკი #MoneyMuseum #NationalBankofGeorgia”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები