„არასერიოზულობის დემონსტრირებაა, როდესაც აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთს თურმე შეეშალა“

პარტია „ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მამუკა კაციტაძე საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, დაღესტნისა და კახეთის დამაკავშირებელი გზატკეცილი მშენებლობის და რუსეთისა და აფხაზეთის ერთიანი ჯარის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერ დამალავს, რაც დღეს საქართველოსთან მიმართებაში ხდება. მანვე აღნიშნულ საკითხზე გაკეთებული განცხადების გამო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძეც გააკრიტიკა.
„ რაც არ უნდა მალოს ხელისუფლებამ, ვერაფერს ვერ დამალავს. დღეს აქტიურადაა საუბარი კახეთი- დაღესტნის გზის მშენებლობაზე, მეორე მხრივ, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი და აფხაზეთი ერთიანი არმიის შექმნის ხელშეკრულებას ამზადებენ, ეს კი ზურაბ აბაშიძემ დღეს რუსეთის შეცდომად შეაფასა და თქვა, შეცდომა ვის არ მოსვლიაო, თქვა, რომ რუსეთს შეეშალაო. არასერიოზულობის დემონსტრირებაა ის, რომ აფხაზეთთან ერთიანი ჯარის შექმნა გგონია, რომ უბრალოდ წამოსცდა. ვერც იმ გზას ვთვლი ინფრასტრუქტურულ პროექტად, რომელმაც კახეთი და დაღესტანი უნდა დააკავშიროს“, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები