რით გააოცა გიორგი მარგველაშვილმა ექსპერტები

პრეზიდენტმა სასიამოვნოდ გაგვაკვირვა! – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა ექსპერტ-ეკონომისტები შეხვედრაზე მიიწვია. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ექსპერტებისგან ეროვნული ბანკის საბჭოს სავარაუდო კანდიდატურების სია მოითხოვა. „კვირა“ რომან გოცირიძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
„ახლახან დამთავრდა პრეზიდენტთან ექსპერტ-ეკონომისტთა შეხვედრა. ველოდით ზოგადეკონომიკურ საუბრებს, აღმოჩნდა სხვა რამ. პირდაპირ გვითხრა: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს ვადა გაუვიდა და თქვენი კანდიდატურა შემოგვთავაზეთო. არ ვიყავით მზად. კიდევ შევხვდებით. წელიწადნახევრის შემდეგ კიდევ სამი წევრი იცვლება: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი. აქაც ასევე მოხდება შერჩევა. კარგ ტრადიციას ეყრება საფუძველი. დანიშვნები არა ნაცნობ – სანათესაო- სამეგობრო- პარტიული ნიშნით, არამედ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები